პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„ის, რაც დღეს მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც სააკაშვილი არ ჩართეს, ეს არ გაუკეთებია სტალინს. პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა“,- აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
„დღეს უარი მეთქვა ყველაზე ელემენტარულზე დავსწრებოდი საკუთარ სასამართლო პროცესს ამიტომ ვიწყებ შიმშილობას. ვაცნობიერებ ყველა რისკს, მაგრამ ვიშიმშილებ მანამ სანამ არ მივიღებ მყარ გარანტიებს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების, თუნდაც ონლაინ"- ეს არის მიშას წერილობითი პასუხი ეს არის მიშას სასიკვდილო განაჩენი,"- აღნიშნავს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა.