პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამწუხაროდ ძალიან ხშირად კეთდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაუგებარი კომენტარები. შეიძლება პარლამენტშიც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. ჩვენ არ გვინდა, რომ რაღაც კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება თავად არ უფრთხილდებოდეს კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს. აქედან გამომდინარე მასთან ერთგვარ კინკლაობაში არ შევალთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.