66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
რა სახის შემოწმება ჩაუტარეს ექსპრეზიდენტს „ვივამედში“ და რა აჩვენა კვლევამ - დოკუმენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დღეს გასაჯაროვდება.
ამას გარდა, დღესვე იგეგმება სააკაშვილის პირადი ექიმის შეხვედრა „ვივამედის“ კლინიკის ექიმებთან.
„ნაციონალური მოძრაობა“ პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას მისი განკურნების ერთადერთ გზად მიიჩნევს. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური პროვოკაციაა, რადგან, მათი განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსგავს გამოწვევებთან გასამკლავებლად მზადაა.
ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.