1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"მიხეილ სააკაშვილი, რაც უფრო დიდხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც" - ეს შეფასება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძემ კომენტარი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.
"პირველ რიგში, უკრაინის და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი არ არის მისი გათავისუფლება, თუმცა, ამას რომ თავი დავანებოთ, მას აქვს სასჯელი მოსახდელი და არავითარი ფორმით ასეთი საკითხი არ განიხილება. მან უნდა დაანებოს თავი საკუთარი ქვეყნის, საქართველოს დაზიანებას, და საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეობის თვალსაზრისით, უკრაინის დაზიანებას. რაც უფრო დიდ ხანს იჯდება ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც, ეს არის უკეთესი ორივე სახელმწიფოსთვის," - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
უკვე სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი გუნდიდან ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მსგავსი განცხადება და შესაძლო პროვოკაციული ნაბიჯები იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული.
"ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ ეს ადამიანი ჩამოვიდა აქ დესტაბილიზაციისთვის, ფარულად, იმისთვის, რომ იქნება და შესაძლებელი ყოფილიყო დესტაბილიზაცია. ახლა უკვე სამართლიანი სასჯელის აღსრულებისათვის თავის არიდებას ცდილობს. ნებისმიერი ასეთი განცხადება, მათი შესაძლო პროვოკაციული ნაბიჯები, ყოველთვის იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული, ამიტომ არავის, არც მისი, არც რადიკალური "ნაციონალური მოძრაობის" კომპლექსი და შიში არ აქვს. ყველაფერს ექნება ადეკვატური პასუხი, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.