პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის. უკრაინა ზრუნავს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ნებისმიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი, ქალბატონი დენისოვა, რომელიც რიგ შემთხვევებში, პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს უკრაინული მხარის ინფორმირება. ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უკრაინის ომბუდსმენს, არამედ სხვადასხვა აქტორებს შეხვდებიან, რათა მაქსიმალურად გავცვალოთ ინფორმაცია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერ დეპუტატებს, თამარ კორძაიას, ლევან ბეჟაშვილსა და უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას შორის შეხვედრა შედგა. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ციხეში სააკაშვილის „წამებისა და არაადამიანური ოპყრობის“ საქმეზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.