წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივია, ეს ყოველივე მოსახლეობის კეთილდღეობას გააუმჯობესებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
ეკონომისტი ეხმაურება ინფორმაციას, რომ სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით საქართველოს მთავრობა მსოფლიო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულშია.
„სტაბილური ბიზნესრეგულაციები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ბიზნესი იყოს თავისუფალი და ძლიერი. საქართველო არის ლიდერი ამ თვალსაზრისით. მსოფლიო რეიტინგში მისი პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა. ევროპის საუკეთესო შვიდეულშია და „დიდი შვიდეულის“ 6 სახელმწიფოზე წინ არის ამ თვალსაზრისით. ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივია, ეს ყოველივე მოსახლეობის კეთილდღეობას გააუმჯობესებს“, - აღნიშნა დუნდუამ.