წყალი 20 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764098731
დაცული ტერიტორიების სააგენტო მცირე გრანტების, ტრენინგებისა და მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით ხელს უწყოს ეკომეგობრული საქმიანობის განვითარებას.
„როგორც კი დაცული ტერიტორია იქმნება, პარალელურად ჩნდება ეკოტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს საშუალებას დაიწყონ სხვადასხვა ეკომეგობრული საქმიანობა და გააუმჯობესონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. საქმიანობა გულისხმობს საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობას, კვების ობიექტების გახსნას, მომსახურების სხვადასხვა სფეროს განვითარებას, ცხენებით გასეირნების ორგანიზებას თუ სხვა ტურისტული შეთავაზებებს“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.