იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1769634782
"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გუშინ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება. ცვლილებებს შორის არის ასევე სიახლე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში.
ინიციატივის მიხედვით, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი - პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს. ინიციატივასთან მიმართებით კრიტიკულია საპარლამენტო ოპოზიცია.
"მიღებული სტანდარტია, რომ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა აფინანსებდეს უცხოური ძალა და როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს აფინანსებს და სხვადასხვა საშუალებებით უცხოური ფინანსები მიეწოდება, ჩვენი ვალდებულება არის, რომ ეს ყველა შესაძლებლობა სათანადოდ იქნას გაწერილი კანონმდებლობაში. ადამიანები, ვინც ძირითადად და ათწლეულებია უცხოური თანხებით ფინანსდებოდნენ, იმ რისკის მატარებლები არიან, რომ მათ პარტიაში მიიტანონ ის უცხო გავლენები, რომლის ზემოქმედების ქვეშაც არიან", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.