VIDEO: რა ხდება ამ წუთებში მტკვართან, სადაც რამდენიმე საპატრულო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული
1741080571
მგონია, რომ გამჭირველობას კანონის მსუბუქი ქართული ვერსია ვერ დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ საქართველოა პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, დღის წესრიგში დადგა, რომ „ფარას“ მკაცრი კანონი საქართველოში გადმოიტანონ.
„გამჭირვალობის შესახებ“ კანონი პრეცედენტს ქმნიდა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონოდა, ვინ რა მოტივით ფინანსდება. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის სქემები გაშიფრა, გადავირიეთ, რა სიგიჟეებს აფინანსებდნენ. საქართველოს წინააღმდეგ რა სიგიჟეც იყო, ყველაფერს აფინანსებდნენ. დღის წესრიგში დადგა, რომ „ფარას“ მკაცრი კანონი გადმოვიტანოთ. დადასტურებულია, რომ USAID-სგან ფინანსდებოდნენ ოპოზიციის მონა პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები, არასამთავროები. ეს საქართველოს წინააღმდეგ კეთდებოდა. მგონია, რომ გამჭირველობას კანონის მსუბუქი ქართული ვერსია ვერ დააკმაყოფილებს. „ფარა“ მკაცრი, მაგრამ ეფექტური იქნება“, – განაცხადა ზარქუამ.