იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი მედიასთან აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს მან აქტივისტების მხრიდან ვერანაირი ძალადობა ვერ დაინახა.
„რა თქმა უნდა არ იყო ძალადობრივი, არ იყო ძალადობრივი, სად დაინახეთ რომ ძალადობრივი იყო?!“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაინახა თუ არა სამართალდამცველები როგორ დაშავდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, ანა ნადარეიშვილმა განაცხადა: ვერ დავინახე, არ ვიცი.
„მთელი ამ წლების განმავლობაში მე დავინახე ძალიან ბევრი დაშავებული აქტივისტი, დასახიჩრებული ადამიანები. ძალადობა ვერსად დავინახე“, - აღნიშნა ანი ნადარეიშვილმა.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამე პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
შსს-ს მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 4 ოქტომბერს თბილისში დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში პირველ ეტაპზე 15 პირია იდენტიფიცირებული, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კი დაკავებულია 13 პირი.
7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 4 პირი დააკავა.
თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ ასევე კიდევ ერთი პირი - აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით.