მეც მიყვარს კლუბებში სიარული - მიხეილ სააკაშვილი

კლუბები

„ჩვენ ვართ ღირსეული ერი და მე ამის ღრმად მწამს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა

მისი თქმით, მას წამს ახალგაზრდობის,რომლებიც ფერად სამოსს ატარებენ და რომელსაც მოკრძალებით მიშას თაობას უწოდებს.

„ჩვენ ვართ ღირსეული ერი და მე ამის ღრმად მწამს, მე მწამს საქართველოს ღირსების და ეს არ არის პატარა სოფელი, მე მწამს საქართველოსი იმიტომ რომ  ჩვენ გვყავდა ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, ჩვენ გვყავდა ძალიან ბევრი რეფორმატორი, ჩვენ გვყავდა კახა ბენდუქიძე  ჩვენ გვყავს წარმოუდგენელი ახალგაზრდობა, რომელსაც მე მოკრძალებით მიშას თაობას ვეძახი და ის ვინ აპოლიტიკურია სხვადასხვა ფერის ტანსაცმელი აცვია და სიამოვნებით მეც ფერადი ტანსაცმლით მოვედი აქ და სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენსავით ფერადი და მრავალფეროვანი, მეც მიყვარს კლუბებში სიარული, სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი კლუბი გამოვიდოდა.“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.