მეთიუ მილერი - ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ქმედებების გამო, რაც ხორციელდება მათ წინააღმდეგ, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს

მეთიუ მილერი

ღრმად შეშფოთებული ვართ იმ ქმედებების გამო, რაც ხორციელდება მათ წინააღმდეგ, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს, –  ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ აშშ-მა ითანამშრომლოს საქართველოსთან, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი.

„ვფლობთ ინფორმაციას სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გაზრდილი ფიზიკური შეურაცხყოფისა და შევიწროების ფაქტების შესახებ. ჩვენ ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ დამოუკიდებელი, დროული გამოძიებისკენ.  სიამოვნებით ვთანამშრომლობთ საქართველოსთან წარმატებული პარტნიორობის ფარგლებში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გვსურს, განვაგრძოთ მუშაობა საქართველოსთან. ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი, რომ ასე იყოს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.