1728499899
მერე ცდილობენ შემოგვიტიონ, ეს მეორე ფრონტის თემა საიდან მოიტანეთო - დიმიტრი ხუნდაძე კასიანოვზე
,,ომის დროს უკრაინელებს არანაირი იარაღი არ მოუციათ ჩვენთვის, ეგ იყო მშვიდობიან პერიოდში! და ძალიან ცუდია ამის ლაპარაკს რომ გვაიძულებენ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ,” - ასე ეხმიანება ,,ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე ანდრეი კასიანოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას სარაკეტო კომპლექსების გადაცემასთან დაკავშირებით.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, უკრაინელებმა ჯაველინები ძალიან ძვირად მოგვყიდეს.
მისი თქმით, კასიანოვმა დღეს დაადასტურა, რომ ამერიკელებს უნდოდათ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დავხმარებოდით უკრაინელებს მაშინ, როცა თვითონ უარს ეუბნებოდნენ ცის ჩაკეტვაზე.
,,უმოკლესი პასუხი დღევანდელ აგენტოკრატიულ სპეცოპერაციაზე:
1. ომის დროს უკრაინელებს არანაირი იარაღი არ მოუციათ ჩვენთვის, ეგ იყო მშვიდობიან პერიოდში! და ძალიან ცუდია ამის ლაპარაკს რომ გვაიძულებენ ომში მყოფი ქვეყნის მიმართ…
2. ამავე დროს, კი არ გვაჩუქეს, მოგვყიდეს, თან ძალიან ძვირად!
3. კასიანოვმა დაადასტურა, რომ ამერიკელებს უნდოდათ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით დავხმარებოდით ომის მონაწილეს მაშინ, როცა თვითონ უარს ეუბნებოდნენ ცის ჩაკეტვაზე! მერე ცდილობენ შემოგვიტიონ, ეს მეორე ფრონტის თემა საიდან მოიტანეთო!..", - წერს ხუნდაძე.