პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მინდა, ყველას შევახსენო აშშ-ში, რაც მოხდა, კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, ოთხი ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ადგილზე მოკლეს ოთხი ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
„თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნას პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს. არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. ამას ჩვენ არ ვიზამთ. ამერიკაში რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში. ევროპის ქვეყნებში ხედავთ, რაც ხდება. როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენთან ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან, თურმე ვიღაც ანარქისტი რომ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, თურმე ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი. ეს არ მოხდება. კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. ჩვენ არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არც დაგვისჯია და არც დაისჯება. ჩვენ ახლა გვინდა დამშვიდება, საზოგადოებას სჭირდება სიწყნარე, მეტი კეთილდღეობა, მეტი სამუშაო ადგილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.