მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ, ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

„მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს“, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო კონფერენციის ,,დიდება უკრაინას“ მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება და გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, რაც ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა.

„კიდევ ერთი დეზინფორმაციაა ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა. მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს – არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დესტრუქციულია და მე ვამბობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მკაფიო უნდა ვიყოთ.

თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი.

ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დე ფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო, მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკა ამ ტერიტორიების მიმართ ძალიან მკაფიოა – ისინი ჩვენია, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და რაც ჩვენ გვსურს, ამ მოქალაქეების კვლავ გაერთიანებაა. ჩვენ არ გვინდა ტერიტორიების ომით შემოერთება, ჩვენ გვინდა ერთიანი საქართველო, რომელიც გაერთიანებული იქნება კოლექტიური გადაწყვეტილებით, და ეს ჩვენი მტკიცე პოლიტიკაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.