პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება - ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში. ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული“,- ამ პოსტით სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი 9 იანვარს, გავრცელებულ უდიოჩანაწერის თემას ეხმიანება, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია საუბრობს მიხეილ სააკაშვილზე და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
აუდიოჩანაწერი არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ეხება.
„ერთ-ერთი, რაც მითხრა, გეტყვი, - ეუბნება იგი თანამოსაუბრეს და განაგრძობს, - შენ თუ პარლამენტში შეხვალო… დამირეკა ტიპმა, არც უკითხავს, რას ვფიქრობ, ეგრევე გადმოვიდა “ნაეზდზე”, თუ შეხვალ პარლამენტში, ჩემი კანდიდატი ვერ იქნები ვერასდროსო… გამოვ***ვდი…მერე ვუთხარი, რამდენი ათასი კაცი გინდათ დაგახვედროთ, თბილისში რომ ჩამოხვიდეთ-მეთქი…
თქვენ გგონიათ, მე ამის გამო ვარ ამ პარტიაში, რას მაშანტაჟებთ-მეთქი, ამხელა კაცი ხართ, არ გეკადრებათ-მეთქი. მით უმეტეს მე არ მეკადრება თქვენგან-თქო და ამას არ შეგარჩენთ-მეთქი”, - ამბობს და იგინება, სავარაუდოდ, მელია.
თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება - ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში. ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.
ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში - ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია). მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ).რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო - ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად - როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? - ამ კითხვით.მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა - პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო.ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).ხოდა ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს.ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო.ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ - გამორჩენის მიზნით.როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს.ასეთი სამარცხვინოები არიან.უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე - ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები - მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს“,-წერს ჩერგოლეიშვილი.