მელია სააკაშვილის დირექტივაზე: მას აქვს თავისი მოსაზრება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი პოზიციები

ნიკა მელია

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას არ ეთანხმება, და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს.

„მას აქვს თავისი მოსაზრება. ეს არ ნიშნავს, რომ პარტია „ახალში“ მის მოსაზრებას ვეთანხმებით. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი პოზიციები. მიხეილ სააკაშვილი საუბრობს „ნაცმოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მელიამ.

მანამდე მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება და „თუ არჩევნებს ივანიშვილი ჩაატარებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს, არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ“.