სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
29 მარ 19:58
„მეგობარი აქტი“ არის პირდაპირი გალაშქრება საქართველოს მიმართ, არაერთხელ გვინახავს მსგავსი სახის წამოწყებები, რომლებიც საბოლოოდ არმიღებისთვის იყო განწირული, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „მეგობარი“ აქტი პროცედურული თვალსაზრისით, კონგრესში წარმატებული ვერ იქნება.
„ეს „მეგობარი აქტის“ გარდა ყველაფერია. ეს არის პირდაპირი გალაშქრება საქართველოს მიმართ. რას გააკეთებენ, ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან არაერთხელ გვინახავს მსგავსი სახის წამოწყებები, რომლებიც საბოლოო ჯამში არმიღებისთვის იყო განწირული. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რა იწყება, უნდა შევხედოთ, როგორ დასრულდება. ამ აქტის ძალაში შესასვლელად, მას არაერთი ეტაპი აქვს გასავლელი , ორივე პალატა, პრეზიდენტის ხელმოწერა და ა.შ. რაც ჩვენი აზრით, წარმატებული არ იქნება. პროცესები როგორც არ უნდა განვითარდეს, მნიშვნელოვანი იქნება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა. ჩვენი დამოკიდებულება ნათელია, ეს მეგობრული აქტი არ არის, მტრული აქტია. ალბათ, პროცედურული თვალსაზრისით, კონგრესში წარმატებული ვერ იქნება“, – განაცხადა მახაშვილმა.