66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
მედია იმ სტანდარტით უნდა გაკონტროლდეს, რომელიც დაწესებულია განვითარებულ დემოკრატიებში. თუ ეს იქნება კონკრეტული პოლიტიკური მიზნისგან დაშორებული, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას დაეხმარება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, ინფორმაციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები მიიღოს, მათ შორის პოლიტიკურ სფეროში, არჩევნების დროს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, სახელმწიფოს თავდაცვის აუცილებლობა აქვს, მაგრამ ეს სიტყვის თავისუფლებას არ უნდა დაუპირისპირდეს.
„როცა ფეიკინფორმაციაზეა გადაწყობილი მედიის გარკვეული ნაწილი, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პოლიტიკური გემოვნების არის, რასაკვირველია, ამას თავისი რეგულაცია სჭირდება და ეს არ გულისხმობს ხისტი ზომების გატარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა და ადვილად დაზიანებადი სახელმწიფოების სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს მასობრივი განვითარება ტრენდის, როცა მედია გარე ძალებს ემსახურება და გარე ძალები აფინანსებენ იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეიქმნას. სახელმწიფოს თავდაცვის აუცილებლობა აქვს, მაგრამ ეს სიტყვის თავისუფლებას არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაუპირისპირდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.