მე ვიცი და ეს იქნება ევროკომისიის პოზიცია, რომ სრული წევრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების შემდეგ, რომლებიც უკრაინამ უნდა განახორციელოს - მარტა კოსი

მარტა კოსი

მე ვიცი და ეს იქნება ევროკომისიის პოზიცია, რომ სრული წევრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების შემდეგ, რომლებიც უკრაინამ უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ევროკავშირში შესაძლო სწრაფი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ.

ევროკომისარ​ი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დასახელება, თუმცა მას სჯერა, რომ  "ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს".

"მე მჯერა, რომ ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც უკრაინა დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს,"- აღნიშნა მარტა კოსმა.