1772193240
რიში სუნაკი ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საბჭო უკრაინის ეკონომიკური აღდგენისკენაა მიმართული და სუნაკი ანაზღაურების გარეშე იმუშავებს.
საბჭოს პირველ შეხვედრაში, რომელიც 26 თებერვალს გაიმართა, სუნაკთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, აჯაი ბანგამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ, ასევე რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებმა.
რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დასავლეთს ძლიერი უკრაინა სჭირდება, ძლიერ უკრაინას კი – ძლიერი ეკონომიკა. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, გახდეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ეკონომიკა ადამიანური კაპიტალის, ბუნებრივი რესურსებისა და ინოვაციური კულტურის მეშვეობით.
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
1772208745












