ფრიდრიხ მერცი 3 მარტს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტი 3 მარტს არის დაგეგმილი. ლიდერები სამუშაო შეხვედრას გამართავენ ოვალურ კაბინეტში.

გერმანიის მთავრობის  წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპი და ფრიდრიხ მერცი განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს და სავაჭრო უთანხმოებას.

როგორც გამოცემა წერს, გერმანია შეერთებული შტატებისგან სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით „სიცხადეს” ელოდება.