გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით გაკეთებული საკუთარი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა. მისი განცხადებით, ცდილობს არ იყოს საარჩევნო პროცესებში ჩარეული და ყველა მის გამოსვლაში ნეიტრალური იყოს.
მისივე თქმით, მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი ნება გამოხატონ.
“თუ იმის შესახებ მეკითხებით, რაც პარასკევს განვაცხადე, ბანერების შესახებ, რომელიც თბილისში ბევრ ადგილას არის განთავსებული, მე მკითხეს ჩემი მოსაზრება ამ ბანერების შესახებ და გამოვხატე ჩემი პოზიცია გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ, როდესაც ქართველებს ვესაუბრები. როგორც ევროკავშირის ელჩი, ყველა ჩემ კომუნიკაციაში ვცდილობ, რომ არ ვიყო დადანაშაულებული ჩარევაში.
ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი ხედვა. ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ქართველების მიერ. გულითადად მჯერა, რომ ხალხი წავა და ხმას მიცემს თავისუფალი და დემოკრატიული გზით. არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტით. იქნება შეჯიბრებითობა, ღიაობა და ჩართულობა. როგორც ევროკავშირი, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირისა და სხვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებს.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ 4 ოქტომბერს “სამარცხვინო“ და “შემზარავი“ უწოდა.