მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი მანქანით გადავადგილდები - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი

"მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ჩემი მანქანით გადავადგილდები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია. მე და ჩემი ოჯახის წევრებს რომ გვადარებთ, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.