პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თუ ვინმეს ჰგონია რომ შემაშინებს სანქციებით, ძალიან ცდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და დასძინა, რომ აშშ-ის მიერ რამდენიმე მოსამართლის დასანქცირების თაობაზე გადაწყვეტილება მიუღებელია.
კალაძის შეფასებით, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.
"2011 წელს, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო. დღესაც, მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ხალხს. სამწუხაროდ ქვეყანაში გვყავს ადამიანები, ვინც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან," -განაცხადა კახა კალაძემ.