დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თბილისის მერის განცხადებით, კერძო ავტომობილებით გადაადგილების მზარდი მაჩვენებლის თავიდან ასარიდებლად თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმას ატარებს.
„2016 წელს დედაქალაქში გადაადგილდებოდა 300 000-მდე ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 580 000-დან 600 000-მდეა“, – აღნიშნა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს და კვირაში ხუთი დღე ან მეტი, ავტომობილით გადაადგილდება 12%. დედაქალაქში ავტომობილს ფლობს, დაახლოებით, 45% და კვირაში ხუთი დღე ავტომობილს გამოიყენებს მფლობელების 97%.
ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება. მესმის, რომ ის არაპოპულარულია, მაგრამ საუბარია ამ ქალაქის მომავალზე. წლების წინ რომ დაეწყოთ აღნიშნული რეფორმის განხორციელება, დღეს თბილისში სხვა რეალობა გვექნებოდა. არ ვუშინდებით აღნიშნულ გამოწვევებს, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.