1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მე-11 მოწვევის პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია. პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იქნება. ასევე, ვიცე-სპიკერები იქნებიან ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი.
გია ვოლსკი და ნინო წილოსანი ვიცე-სპიკერები მე-10 მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ.
მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. შალვა პაპუაშვილს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.