პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციების პირველ პუნქტზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, კომისიის დეპოლარიზაციისკენ მოწოდების მიუხედავად, საქართველოში, რადიკალური ოპოზიცია დაპირისპირების გაღრმავებას ცდილობს, რის დასტურადაც დღევანდელ აქციას ასახელებს.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვა: ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში? მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად დეპოლარიზაციაა მითითებული, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი ხალხს აქციებისკენ მოუწოდებს. სხვათა შორის, დეპოლარიზაცია არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც არც უკრაინასა და არც მოლდოვას მიმართ, რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.
აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ ერთდროულად თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.