მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, რუსეთთან ვაჭრობას აორმაგებს და მე მეუბნებიან, რომ შენ არ ქნაო - ნიკა გაბელია

ნიკა გაბელია

მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინაში შეიჭრა და მრავალი უბედურება გამოიწვიეს, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ვაჭრობას აორმაგებს და აოთხმაგებს - რუსეთთან და მე მეუბნებიან რომ შენ არ ქნაო, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ნიკა გაბელიამ.

„სხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა პირველ რიგში აყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. ამ ეტაპზე ეს ინტერესები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აშკარა და ფაქტია, რომ დაჩაგრულის სტატუსი გვაქვს ჩვენ“, - აღნიშნა ნიკა გაბელიამ.

საზოგადოება „ქართული“ ბალტიისპირეთის ხალხებისადმი მიმართვას ავრცელებს და ბრიუსელში ლიეტუვას პრეზიდენტის ბოლო განცხადებას საქართველოს შიდა საქმეებში არამეგობრულ ჩარევას უწოდებს.