1753907905
მას შემდეგ, რაც ადვოკატი გაესაუბრება ლაშა ცანავას და გვექნება დეტალური ინფორმაცია, რა ვითარებაში და რა მოტივით მოხდა მისი დაკავება, გაკეთდება პარტიის ოფიციალური განცხადება - ლევან სანიკიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ადვოკატი გაესაუბრება თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ლაშა ცანავას, პარტია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
მისივე თქმით, "ნაცმოძრაობის" წევრებზე "ნადირობაა გამოცხადებული", რის გამოც სუს-ის დღევანდელი განცხადება უნდობლობას იწვევს.
"ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკავებს მაშინ, როცა თითოეულ ჩვენს წევრზე გამოცხადებულია ნადირობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბუნებრივია, აჩენ საზოგადოებრივ განწყობას და უნდობლობას სუსის იმ განცხადების მიმართ, რომელიც მათ დღეს გააკეთეს.
აქედან გამომდინარე, დღის განმავლობაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ადვოკატიც გაესაუბრება ლაშა ცანავას და გვექნება დეტალური ინფორმაცია, რა ვითარებაში და რა მოტივით მოხდა მისი დაკავება, პარტიის მხრიდან გაკეთდება შესაბამისი ოფიციალური განცხადება," - განაცხადა ლევან სანიკიძემ.