დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე: უიღბლო, ვადაგასული თაღლითების და ამჟამად რეციდივისტების მიერ წაგებული მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ, ახალ რეკორდზე უალტერნატივო ნომინანტი - მოსამართლე მურუსიძეა

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟში დავის წაგებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ წაგებულმა მორიგმა სასამართლო პროცესმა ცხადყო, რომ მოსამართლე მურუსიძის „რუსული“ ხელები თბილისიდან ვაშინგტონს სწვდება და ის ახალი რეკორდის უალტერნატივო ნომინანტია.

„Guinness World Records-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი მკლავების (ხელების გაშლის სიგრძით) მქონე ადამიანი არის ეგვიპტელი მოჰამედ შეჰატა. მისი ხელების გაშლის სიგრძე შეადგენს 250.3 სანტიმეტრს (8 ფუტი და 2.5 დიუმი), რაც დადასტურდა 27 აპრილს კაიროში Guinness-ის მიერ.თუმცა, დიდი ალბათობით ეს რეკორდიც მოხსნილია და დროა საქართველოში მოვიწვიოთ Guinness World Records-ის ოფიციალური წარმომადგენლები. ჩვენი უიღბლო ვადაგასული თაღლითების, „Twix-ის ტკბილი წყვილის“ და ამჟამად რეციდივისტების მიერ წაგებული მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ ახალ რეკორდზე უალტერნატივო ნომინანტი - მოსამართლე მურუსიძეა, რომლის „რუსული“ ხელები თბილისიდან ვაშინგტონს სწვდება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.