მარტო გახარიას კი არა, ყველას ხელს ვუწვდიდი, ვისაც ჩემთვის რაღაც წყენა მოუყენებია ან მე მიწყენინებია სხვებისთვის, მათ შორის სააკაშვილსაც - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

პარტიის "მოქალაქეების" დამფუძნებელი, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილის დღესაც აცხადებს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისთან დაკავშირებით და ამ კითხვის ნიშნებს პასუხები უნდა გაეცეს.

"ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 20 ივნისთან დაკავშირებით და ამ კითხვის ნიშნებს პასუხები უნდა გაეცეს. ჩვენ ვერთიანდებით იმიტომ, რომ ვაცნობიერებთ - ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. მარტო გახარიას კი არა, ყველას ხელს ვუწვდიდი, ვისაც ჩემთვის რაღაც წყენა მოუყენებია ან მე მიწყენინებია სხვებისთვის, მათ შორის სააკაშვილსაც", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "ძლიერი საქართველო", რომლის ერთ-ერთი ლიდერიც ელისაშვილია, გახარიას პარტიასთან არის ერთობაში.