თბილისის საქალაქო სასამართლო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1756205784
ორშაბათს საღამოს, ფენიქსის აგლომერაცია "ჰაბუბის" სახელით ცნობილმა უზარმაზარმა მტვრის ქარიშხალმა მოიცვა, რამაც ქალაქი თითქმის ნულოვან ხილვადობამდე მიიყვანა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მტვრის ქარიშხალს სწრაფად მოჰყვა ძლიერი ჭექა-ქუხილი, რომელმაც მთელი ქალაქი მოიცვა. უამინდობის შედეგად, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ფენიქსის სკაი ჰარბორის აეროპორტში 112 კმ/სთ სიჩქარის ქარის ნაკადებმა დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია.
ორშაბათს საღამოს, ფენიქსის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მტვრის ქარიშხლისა და ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. სამსახურმა მძღოლები სახიფათოდ დაბალი ხილვადობის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა მათ, მოძრაობა შეეწყვიტათ.
არიზონას ტრანსპორტის დეპარტამენტმა ზემოხსენებული გაფრთხილება გაიმეორა და განაცხადა, რომ მტვრის ქარიშხლისა და დატბორილი გზების გამო, ხილვადობა მნიშვნელოვნად შემცირდა და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. PowerOutage.us-ის ცნობით, ქარიშხლის დასრულების შემდეგ, არიზონას შტატში 60 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ფენიქს სკაი ჰარბორის საერთაშორისო აეროპორტი იძულებული გახდა, ერთი საათით დახურულიყო, რის გამოც თვითმფრინავებს აფრენა-დაშვება არ შეეძლოთ.