დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ძალიან მიკვირს, რომ საქართველოს და ქართველს, რომელსაც ამხელა გზა აქვს გამოვლილი მშვიდობის შესანარჩუნებლად და მოსაპოვებლად, დღეს მშვიდობა გახდა საქილიკო საგნად, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ მუსიკათმცოდნე, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა მარინა ლობჟანიძემ.
„მეც განვეკუთვნები იმათ რიცხვს, ვინც ფიქრობს, რომ ხვალ ყველაფერი დამთავრდება ისე, როგორც უნდა დამთავრდეს საქართველოს სასიკეთოდ, როგორც დამთავრდა 2012 წელს, ვინაიდან, მჯერა იმ ადამიანების, ვინც რეალურად აფასებენ იმ სიტუაციას, რომელიც დღეს შეიქმნა საქართველოს გარშემო ერთი და საერთოდ, იმ სიტუაციას, რომელიც დღეს, ზოგადად, მსოფლიოშია. საკმაოდ აღელვებულია, ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შესაძლო კონფლიქტების რისკი საკმაოდ გადიდებულია. ჩვენ, გეოგრაფიულად, თითქოს საბედისწერო მდებარეობა გვაქვს და ეს ჩვენი ისტორიული განვითარების გზაზე არაერთხელ გვაყენებდნენ ყოფნა არ ყოფნის საკითხის წინაშე.
ძალიან მიკვირს, რომ საქართველოს და ქართველს, რომელსაც ამხელა გზა აქვს გამოვლილი მშვიდობის შესანარჩუნებლად და მოსაპოვებლად, დღეს მშვიდობა გახდა საქილიკო საგნად.
მეორე ტალღა კიდევ, რომ, აი ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ. ერთი შეკითხვა მაქვს, დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც უკვე 12 წელია სათავეშია, რომ ნდომებოდა აეღო გეზი რუსეთისკენ, 12 წელი საკმაოდ დიდი დროა ამ ყველაფრის გასაკეთებლად.კიდევ ერთი, რამდენი ხანი შეიძლება იყოს ეს ხელისუფლება, კი მაგრამ, არ მოგბეზრდათ 21 წელი, როდესაც 9 წელი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ სათავეში და 12 წელია ოპოზიციაში, რომელიც ოპოზიცია არ არის. ძალიან მინდა ქვეყანას ჰყავდეს ჯანმრთელი, პრაგმატული, სტრატეგიული და სწორი გეგმების დამსახავი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება ჯანმრთელი კრიტიკით, იმიტომ, რომ სჭირდება. ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება. მით უმეტეს, საქართველოს, რომელსაც ძალიან ბერი გამოწვევა აქვს, მაგრამ აი ჩვენ 21 წელი გვყავს ეს დესტრუქციული ძალა“, - აღნიშნა მარინა ლობჟანიძემ.