მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა

მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან.

ყაზახეთის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთს ეწვევა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.