მარიამ ქვრივიშვილი: გვინდა ხელი შევუწყოთ იმას, ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას

მარიამ ქვრივიშვილი

 გვინდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, - განაცხადა „იმედის დილაში“ „ბიზნეს ინსაიდერის“ რუბრიკაში ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩემი დღის უდიდესი ნაწილი ეთმობა ბიზნესთან შეხვედრას იქნება ეს პირადი სახის შეხვედრები, თუ გაფართოებული ფორმატის, თუ ა.შ. ვაგრძელებთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან დიალოგს იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენი გუნდი მიიღებს, თითოეულის განვითარებისკენ იყოს მიმართული. გვქონდა ენერგეტიკის სექტორთან შეხვედრა, რადგან მესმის, რომ არსებობდა ბევრი კითხვა, რასაც ჩვენი მხრიდან საჭირო იყო გასცემოდა პასუხები. ფაქტობრივად თვე ნახევრის განმავლობაში ბევრი სამუშაო შევასრულეთ იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გვქონოდა. მათ შორის, მივიღეთ უკუკავშირი ჩვენთვისვე სასარგებლო და კერძო სექტორთან ერთად შევთანხმდით, რომ ამ ფორმატს ექნება რეგულარული სახე იმისთვის, რომ დასახული საერთო გეგმების მუდმივი მონიტორინგი გავაკეთოთ.

ენერგეტიკის სექტორი ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტის მქონეა. ჩვენი სამინისტრო იქნება ძალიან მოტივირებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ აღნიშნული სექტორის განვითარებას. პირველ რიგში, გვინდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრეები, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან ერთად, დარწმუნებულები ვართ, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიქნებით იმისთვის, რომ ვიყოთ მხარდამჭერები სწორი პროექტების, ინვესტორების, რაც რა თქმა უნდა იქნება პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული და შემდგომში კერძო სექტორის ინტერესებზე“, - აღნიშნა მინისტრმა.