მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობა და საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
მარიამ ლაშხი სტუმარს ესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ამ კუთხით გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე. მან ხაზგასმით აღნიშნა გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა.
შეხვედრისას ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკაზე.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება, 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები და არსებული წინასაარჩევნო გარემო.