მარგველაშვილს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობა არ უნდა და არც პარტიას აქვს ამის სურვილი - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

"გიორგი მარგველაშვილს "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეობა არ უნდა და არც პარტიას აქვს ამის სურვილი",- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდება. 

"ბიძინა ივანიშვილისა და ოლიგარქის საუბრის გადაფარვა უნდოდათ, რაღაც თემები შემოაგდეს და ეგონათ, ამას აიტაცებდა მთელი მსოფლიო. არ არის ეს სერიოზული საკითხი, მარგველაშვილსაც არ უნდა და არც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი, გარედან მოვიწვიოთ თავმჯდომარე. ჰყავს პარტიას მშვენიერი თავმჯდომარე,"-აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდება.