„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის: არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ ევროკავშირის გაფართოების პროცესი გავაგრძელოთ, - განაცხადა კანდიდატმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოსტზე მარტა კორსმა. მან განმარტა რა პირობები უნდა შეასრულოს ამისთვის საქართველომ.
ამის პირველი პირობაა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ გზაზე წასვლის სურვილი გვაჩვენოს. ჩვენ ველოდებით უცხოური ჩარევისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებას. ეს იქნება მათი მხრიდან პირველი ნიშანი და ჩვენ მზად ვართ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირისკენ მათ მიმავალ გზაზე.
ჩვენ მომზადებულო გვაქვს ფინანსური დახმარების პაკეტი არამარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ჯერ არაფერს დაესვა წერტილი და ასევე არაფერი არ დასრულებულა. მე იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტის დახმარებითაც შევძლებთ საქართველოს დახმარების გაგრძელებას“, - განაცხადა კორსმა.