გაზმომარაგება ავარიულად 4 800 აბონენტს შეუწყდა - „თბილისი ენერჯის“ განცხადება

გაზი

სამგორის რაიონში გაზსადენის დაზიანების გამო გაზმომარაგება, ავარიულად 4800 აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ განცხადებას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„თბილისი ენერჯი“ აბონენტებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ და გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში არ დატოვონ.

„გაცნობებთ, რომ შპს „ბიემს - ის“ მიერ „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს 25 აპრილს 15:20 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:

გარდაბნის გზ. 6 (ემირ ბურჯანაძის ქ. 6ა), 24ა, ქინძმარაულის ქ. 6ა-ში, ქინძმარაულის შეს. 30-ის მიმდებარედ შპს „ქართული სახლის“, ქინძმარაულის შეს-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 30, 32-ის, ქინძმარაულის შეს. 4გ-ში (5ა-ს მიმდებარედ) შპს „კოდის“ საცხოვრებელი კორპუსის, ოცხელის ქ. 4, 8, 24, 25, 25ა, 30, 32, 34, ნაკადულის ქ. 2ა, 2, 3, 4, I შეს. 6, 8, 8ა, 2ა-1, 2ა-2, 2ა-3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ქინძმარაულის, მარელისის ქ. 3 (ახლ. ბაბუციძის), ნაკადულის, მარელისის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების VI დასახლების (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზ-ისა და 31-ე ქარხნის მიმდებარედ (მარია პერინის ქუჩა) მცხოვრებ მოსახლეობას.

აგრეთვე გაზის მიწოდება შეუწყდა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა – შპს „ოთო“ (ფ/პ ნათია ჯანიაშვილი (შპს “თავთავი”), შპს „კამელინი“( შპს “ორბელი 91“) აბ: მარელისის ქ. 5-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი (სკოლა “დავითიანი”) ნაკადულის ქუჩაზე - ი/მ დავით ხაბაზაშვილი (აბ: სკოლა # 82 გარდაბნის გზ-ზე - # 78 საჯარო სკოლა (აბ: ქინძმარაულის II შეს-ში – 126 ბაგა-ბაღი), ი/მ ნ. ტალახაძე აბ, საჯარო სკოლა და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება: დღეს 25 აპრილს 18:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.