ცნობილია ცოლის მიერ მოკლული 22 წლის ბიჭის ვინაობა
1755975693
სისტემაში შემთხვევით მოხვედრილი, ან საბოტაჟის დავალების მიზნით ჩანერგილი კადრებისაგან წმენდა წლების განმავლობაში სუს-ის მომავალი ახალი ხელმძღვანელი მმართველი გუნდისა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ერთ-ერთი ის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, ვისაც ახასიათებდა პრინციპულობა, სიმართლეში - სიხისტე, ოპონენტების წინაშე "მომაკვდინებელი" ლოგიკა, დეზინფორმაციის ნებისმიერ გამოვლინებასთან უკომპრომისო ბრძოლა, - ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სუს-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე მამუკა მდინარაძის წარდგენას.
ქართველიშვილს ეს საკადრო გადაადგილება, მოულოდნელობასთან ერთად, საინტერესო და წარმატების მიღწევის კუთხით, პერსპექტიულად მიაჩნია. “წლების განმავლბაში სუს-ის მომავალი ახალი ხელმძღვანელი მმართველი გუნდისა და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ერთ-ერთი ის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, ვისაც ახასიათებდა პრინციპულობა, სიმართლეში - სიხისტე, ოპონენტების წინაშე "მომაკვდინებელი" ლოგიკა, დეზინფორმაციის ნებისმიერ გამოვლინებასთან უკომპრომისო ბრძოლა. მამუკა მდინარაძის ნებისმიერი ბრიფინგის დროს, გულწრფელად გეცოდებოდა მოწინააღმდეგის ბანაკიდან მასთან უსუსური ოპონირების ნებისმიერი მცდელობის მქონე სუბიექტი. მათ შორის ისიც გვახსოვს, არგუმენტების დეფიციტის გამო - ზოგი მასთან მუშტი-კრივით "დისკუსიაზე" როგორ გადადიოდა, ზოგი მის მშობლებს სახლში მიუგზავნიდა მედია-ზონდერ-ჯგუფებს.
მამუკა მდინარაძის პიროვნული და პროფესიული თვისებებიდან გამომდინარე, მაქვს ინტუიციური წინაგრძნობა, რომ ქვეყნისა და სახელმწიფოს ამ ცენტრალურ ინსტიტუციაში წარმატებით გაგრძელდება სისტემაში შემთხვევით მოხვედრილი, ან საბოტაჟის დავალების მიზნით, ნებსით ჩანერგილი კადრებისაგან წმენდა. მსგავსად იმისა, როგორ გაუშვა აშშ-ს ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა თულსი გაბარდმა პირადი შემადგენლობის 44% - "დიფ სთეიტის" მისამართით. ეს საკადრო გადაადგილება, თავის მოულოდნელობასთან ერთად, იმდენად საინტერესო და წარმატების მიღწევის კუთხით, პერსპექტიულია - რომ სუს-ს ახალ ხელმძღვანელს ყველა ჩვენთაგანის გვერდში დგომა და დასახული ამოცანების ბოლომდე მიყვანა მინდა ვუსურვო!” - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.