პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 25 მაისს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრი წარდგება, ხოლო 27 მაისს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები წარდგებიან.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მიმდინარე კვირა პარლამენტისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იქნება.
„ხვალ პოლიტიკურ განცხადებებთან და მიმდინარე კანონ-პროექტების განხილვასთან ერთად, გვექნება დებატები, რაც ოპოზიციის მოთხოვნით ჩატარდება საქართველოს ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ზეგ იქნება მინისტრის საათი და ამ ფორმატში საქართველოს რეგლამენტის მოთხოვნების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგება ინფრასტრუქტურის მინისტრი და შეეხება ძალინ ბევრ თემას, რომელიც სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. ასევე, პარასკევს ჩვენ გვექნება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე – ინტერპელაციების დღე, როდესაც პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრები შესაბამისად, იმ კითხვებისა, რომელიც ჩვენმა ფრაქციამ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ფრაქციებმა გაუგზავნეს მათ. ამით დასრულდება სასესიო კვირა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.