ეს შხამიანი მცენარე სახლში არ უნდა გაზარდოთ - ნახეთ, რომელ ყვავილზეა საუბარი
1736436078
ბუნებრივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება გამოსულიყო. ნებისმიერი იურისტი ასე გადაწყვეტდა თუ მაინცდამაინც „ნაცი“ და ჯაშუში არ იქნებოდა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები წარმოებაში არ მიიღო.
„თქვენ გახსოვთ ჩემი ზედმეტად თამამი განცხადება - დიახ, წინასწარ ვიციმეთქი? რატომ ვთქვი ამაზე და არა სხვა შემთხვევებზე იცით? იმდენად აბსურდულია [სარჩელი], შეუძლებელია სხვანაირი გადაწყვეტილება გამოსულიყო. სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერანაირ წარმოდგენაში ვერ იქნებოდა და ვერც იქნება. როდესაც ასეთ სისულელეს დაწერ, ბუნებრივია, გადაწყვეტილება ასეთი იქნება.
სწორად გამიგოს თითოეულმა მოსამართლემ. განსაკუთრებული მადლიერების შეგრძნებაც არ მაქვს. სხვა შემთხვევაში ხომ ობიექტურობისთვის მადლიერი უნდა იყო. აქ ისეთი რაღაცაა, გასაგებია, რომ წარმოუდგენელ ბულინგს უძლებენ, მაგრამ იურიდიული გადაწყვეტისათვის როგორი რაღაცაა იცით? მათემატიკოსს რომ დაუყენო [ამოცანა] როგორიცაა მაგალითად 2X2. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ასეთი გადაწყვეტილება გამოსულიყო. ნებისმიერი იურისტი ასე გადაწყვეტდა თუ მაინცდამაინც „ნაცი“ და ჯაშუში არ იქნებოდა“, - აღნიშნა მდინარაძემ.