პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე გამოიკვეთა, რომ მასალებზე წვდომა უნდათ, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს დიდი ინტერესი, რომ რამენაირად ჩაერთონ გამოძიებაში, ხელი შეუშალონ, თვითონ წამოიღონ ეს მასალები და გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება, იმიტომ, რომ მათ მოახერხეს ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქოლცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კითხვის პასუხად.
მისი თქმით, ეს ურთულესი საქმეა, ბევრ ქვეყანაში იციან, რომ არსებობს ქოლცენტრები, მაგრამ გამოვლენას ვერ ახერხებენ, ქართველმა სამართალდამცავებმა ეს შეძლეს და როდესაც წარმატებით მიდის გამოძიება, ახლა ითხოვენ კომისიას.
„ბევრი მიზეზი არსებობს საიმისოდ, რატომაც უნდათ ქოლცენტრების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნა. მათ პირველ რიგში უნდათ გადაფარონ ქართველი სამართალდამცავების უდიდესი წარმატება. არ დაგვავიწყდეს, რომ ამაზე რთულად გამოსაძიებელი საქმე და დასამტკიცებელი ბრალდება, რომელიც შეიძლება იყოს, ბევრის დასახელება ალბათ გაგვიჭირდება. ურთულესი საქმეა, ბევრ ქვეყანაში იციან, რომ არსებობს ქოლცენტრები, მაგრამ გამოვლენას ვერ ახერხებენ, ქართველმა სამართალდამცავებმა ეს შეძლეს. ზოგ შემთხვევაში გერმანელ და ჩვენს ევროპელ სხვა მეგობრებთან და ამ ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად, რიგ შემთხვევებში დამოუკიდებლად და აღმოფხვრეს უამრავი დანაშაული.
ბოლო წლების განმავლობაში მიდის ინტენსიური მუშაობა ქართველი სამართალდამცავების მხრიდან და პრაქტიკულად აღარ არსებობს ქოლცენტრები, თუკი სადმეა, ამაზე დღესაც გრძელდება მუშაობა. ამ ყველაფერს დაემატა ჩვენი ევროპელი მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად მუშაობა, კიდევ დაემატა საქმეები, უამრავი ბრიფინგი ჩატარდა, უამრავი ქოლცენტრი გამოვლინდა, ლიკვიდაცია მოხდა, დააკავეს უამრავი ადამიანი. ამ ფონზე, როდესაც გამოძიება კიდევ მიმდინარეობს, სადმე კუდები ხომ არ არის და შეიძლება იყოს კიდეც დარჩენილი, ამის აღმოფხვრა მოხდეს, ახლა მოიგონეს, რომ თურმე ამ ძალიან კვალიფიციურმა ქართველმა სამართალდამცავებმა და მათთან ერთად ევროპელებმა კი არ უნდა გამოიძიონ, თურმე ჩვენ უნდა დავდგეთ და ვიძიოთ, რითაც ხელი უნდა შევუშალოთ. რა დამატებით ბენეფიტზეა საუბარი, უფრო კარგად რა უნდა გამოიძიო, მეტი იცი, მეტად ჩაყვები სიღრმეში თუ რა, ერთადერთი, შეიძლება ხელი შეუშალო“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ქოლცენტრების შესახებ კომისია, არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას. ვიცით, რომ „ნაცმოძრაობის“ საკმაოდ მსხვილი ფლანგი გამოიკვეთა. ჯერ სად იყო „ბიბისი“-ს გამოძიება, როდესაც ქართველი სამართალდამცველები ამ კვალს დაადგნენ, ხომ იყო ბრიფინგზეც ლაპარაკი, რა კვალზე იყო დამდგარი გამოძიება? უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება. რაც მთავარია, ქოლცენტრების შესახებ კომისია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არ ემსახურება რაიმე ჭეშმარიტების დადგენას. ჭეშმარიტების დადგენისთვის ვინც იბრძვის და ვისაც აქვს კვალიფიკაცია, კომპეტენცია, პრაქტიკაში გვაჩვენეს განსაკუთრებით ქართველებმა, ჩვენმა გმირმა პოლიციელებმა თუ სხვა უწყებების წარმომადგენლებმა, ვნახეთ ძალიან კარგად, პროკურატურა, ფინანსური, სუს-ის სამსახურები ჩართულები იყვნენ ერთობლივად და უამრავი წვრილი და მსხვილი თემა გახსნეს ამ მიმართულებით. რამენაირად ხელი უნდა შეუშალონ, ამოქექონ, რა არის იქ და რაზეც არ აქვთ წვდომა მათ ბრალდებულებს და მის ადვოკატებს, იქ უნდა ჩაიხედონ, ხელი შეუშალონ და რაც მთავარია, გადაფარონ ეს წარმატება. ხელშეშლა და წარმატების გადაფარვა ქართველი სამართალდამცველების არის მთავარი მიზეზი, სხვა მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს მათ ამ მკაფიო გამოხატვას კომისიის შექმნაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.