ზოდიაქოს 2 ნიშანი უახლოეს დღეებში ყველაზე სანუკვარ ოცნებებს აიხდენს
1733688295
დელიკატური საკითხია, რადგან სპეკულირების საგანი ხდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა მოიწვევს თუ არა მმართველი გუნდი ელჩებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე.
მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის დაესწრებიან თუ არა ელჩები ინაუგურაციას და ამაზე გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი არჩეულ პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
„ჩვენ შეიძლება მოვიწვიოთ ან არ მოვიწვიოთ იმიტომ, რომ აქ უკვე გარკვეულ ადამიანებს, ვინც ისედაც მხარს უჭერს პირდაპირ ჯაშუშებს საქართველოში, მათ ეძლევათ საშუალება რაღაც ზემოქმედების იარაღები ხელში დაიჭირონ ხოლმე.
ევროკავშირის ელჩს ამუნათებენ, თავს ესხმიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა და ამით აღიარა მისი ლეგიტიმაცია. ასე უწოდებენ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.