დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეს არის ჯაშუშობა, - ასე შეაფასა ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი, ქართველები და საქართველო დასაჯეთო, ვინც ასეთ წერილს გააგზავნის ის არის ჯაშუში. ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი. მართლა გაკვირვებული ვარ, როგორ შეიძლება ადამიანები მიიყვანონ ამ დონეზე, რომ საკუთარი ხელით დააწერინონ, რომ საქართველო და ქართველები დასაჯეო. ჯაშუშობის რაღაცა ხარისხია, იმის იქეთ რომ ხარისხი არ არსებობს. ორჯონიკიძეებიც არ წერდნენ ასეთებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარია - საქართველოსთვის“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.