მამუკა მდინარაძე: მაინტერესებს, ოპოზიცია ხვალ ამ ტექსტს, რომელშიც უკრაინის მხარდასაჭერად ყველა აუცილებელი ასპექტი წერია, მხარს დაუჭერს თუ არა

მდინარაძე

მე პირადად, როგორც ერთ ადამიანს, ამ ქვეყნის მოქალაქეს, დეპუტატს, ამ მოლაპარაკებაში რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ჩართულმა ერთ-ერთმა ინიციატორმა მინდა კითხვა დავსვა - ამ მოცემულობით, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად ყველა აუცილებელი ასპექტი წერია, მხარს დაუჭერენ თუ, არა, - ამის შესხებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი ხვალ გავა სხდომაზე დასამტკიცებლად.

„ეს ტექსტი ხვალ ასევე გამოვა სხდომაზე დასამტკიცებლად. პირდაპირ გეუბნებით წინა დღეს, დაახლოებით ათამდე ადამიანია კოვიდინფიცირებული ან კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი და იზოლაციაში მყავს. მაინტერესებს, ოპოზიცია, ხვალ ამ ტექსტს, რომელიც ჩემზე არანაკლებ კარგად იციან, რომ ასეა საჭირო, ასე გამომდინარეობს ეროვნული ინტერესიდან, ასე გამოხატავს უკრაინელი ხალხის ხაზს ვუსვამ, ინტერესებს, მათი სუვერენიტეტის მხარდაჭერას, მხარს დაუჭერენ თუ არა, თუ ამ ერთ ფრაზას გაეკიდებიან და არ დაუჭერენ მხარს“ - განაცხადა მდინარაძემ.