ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
რომელიღაც ქვეყნიდან რომ 10 დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი შემოვიდეს, ეს შეიძლება იყოს საგანგაშო. თუმცა აღმოჩნდა, რომ უფრო ნაკლებია ეს რაოდენობა და არაფერი საგანგაშო არაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„პირადად მე საგანგაშოდ შეიძლება მივიჩნიო ის რაოდენობა, რომელზეც ტყუოდით თქვენ - 150 000, 200 000, ნახევარი მილიონი იგივე პერიოდში. ეს გახმოვანებული იყო თქვენი პარტაქტივის მხრიდანაც. ეს იყო ძალიან ბოროტი ტყუილი და ამ კამპანიის ჯაჭვში ერთ ბოროტ, მავნებლურ, მტრულ ტყუილს წარმოადგენდა. რომელიღაც ქვეყნიდან რომ 10 დღეში ნახევარი მილიონი ადამიანი შემოვიდეს, ეს შეიძლება იყოს საგანგაშო. თუმცა აღმოჩნდა, რომ უფრო ნაკლებია ეს რაოდენობა და არაფერი საგანგაშო არაა. აქედან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი და იმ კამპანიის ნაწილი, რომელიც საქართველოს მტრობს. რაც შეეხება კონტროლის ნაწილს, დღეს ითქვა, რომ ამ პერიოდში 200-მდე ადამიანი არ შემოუშვეს ქვეყანაში. ასე რომ, მცირე თეორიული რისკის არსებობის შემთხვევაშიც კი მესაზღვრეები აბრუნებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უკან“, - ამბობს მდინარაძე.