პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ ყველა არსებული გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი მამალაძეს ეროვნულ დონეზე სამართლიანი სასამართლოს წარმოება დაცული ჰქონდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ციხიდან გიორგი მამალაძის გათავისუფლება. ძამაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ შეფასება გააკეთა და თქვა, რომ ყველა წარდგენილი მტკიცებულება იყო კანონიერად მოპოვებული და ერთობლიობაში ის ქმნიდა საფუძველს, მიღებული ყოფილიყო ის გადაწყვეტილება, რაც ეროვნულმა სასამართლოებმა მიიღეს.
„ევროპული სასამართლოს შეფასებით, კი უმჯობესი იქნებოდა, რომ სასამართლო სხდომა მთლიანად არ დახურულიყო და რაღაც ნაწილი საჯარო ყოფილიყო, რათა ვთქვათ, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონოდა, მაგრამ ეს ხომ განაჩენის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. ანუ, განაჩენი დადგებოდა ისეთივე, როგორც დადგა დახურულ სხდომაზე, ღია სხდომის შემთხვევაშიც იგივე განაჩენი იქნებოდა. ანუ, შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა. ანალოგიურად უდანაშაულობის პრეზუმციის შემთხვევაშიც ცალკეული საჯარო ფიგურების განცხადებები, ევროპულმა სასამართლომ რაღაც გარემოებათა ერთობლიობაში შესაძლოა, ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამობაში ჩათვალა, მაგრამ ესეც ხომ ვერ მოახდენდა გავლენას კონკრეტულ შედეგზე, რადგან სასამართლოს განაჩენი ეფუძნება არა საჯარო განცხადებებს, არამედ საქმეში არსებულ საკმაოდ მყარ მტკიცებულებებს. ეს მტკიცებულებების ერთობლიობა წარდგენილი იყო სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომელზეც დღევანდელ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ შეფასება გააკეთა და თქვა, რომ ყველა ეს მტკიცებულება იყო კანონიერად მოპოვებული. ერთობლიობაში ის ქმნიდა საფუძველს, რომ მიღებული ყოფილიყო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ეროვნულმა სასამართლოებმა.
საბოლოოდ, გადაწყვეტილებას აჯამებს სტრასბურგის სასამართლო და ამბობს, რომ ყველა ამ გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი მამალაძეს ეროვნულ დონეზე სამართლიანი სასამართლოს წარმოება დაცული ჰქონდა. შესაბამისად, აქ ჩვენი აზრით, საკმაოდ მკაფიოა პასუხი. რაიმე გადასასინჯი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხარის პროფესიული უფლებაა. თუ ისინი მიიჩნევენ საჭიროდ, რომ მათ უნდა მიმართონ შიდა სასამართლოს რაღაც გადაისინჯოს, ამაზე შიდა სასამართლო გააკეთებს შეფასებას. თუმცა, ეს გადაწყვეტილება იმდენად მყარია, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, აქ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაიმე გადაისინჯოს“, - განაცხადა ძამაშვილმა