მაკრონისა და ივანიშვილის საუბარი ალბათ პასუხია ყველა დესტრუქციაზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, ხელს
შეუწყობს, რომ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გაგრძელდეს - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი ალბათ პასუხია ყველა დესტრუქციაზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, აღნიშნული საუბარი ხელს
შეუწყობს, რომ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გაგრძელდეს.

„ალბათ, ეს ზარი პასუხია ყველა იმ დესტრუქციაზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ ზარს, რომელიც იყო საქმიანი, შინაარსიანი, შედეგზე ორიენტირებული. ორივე მხარემ დეტალურად მიმოიხილა ყველა საკითხი, რაც დღეს მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესები. ასეთ საკითხებზე ამ დონეზე საუბარი სწორია. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედებები აუცილებლად მოიტანს შედეგს. რაც მთავარია, ეს შედეგია ის, რომ პარლამენტმა მშვიდობიანი საქმიანობა გააგრძელოს. ეს ზარი ხელს
შეუწყობს იმას, რომ ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გაგრძელდეს და მთელი დესტრუქცია რაც გვაქვს, ეს პროცესები დასრულდეს. რაც მთავარია, ეს არ იქნება უკანასკნელი ზარი და კომუნიკაცია, ამით პროცესი მხოლოდ დაიწყო. მოსახლეობა ნახავს, რომ ხელისუფლება ამ ზარით და სხვა აქტივობით ყველაფერს აკეთებს, რათა ცხოვრება ნორმალურ ტემპს დაუბრუნდეს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „ქართული ოცნების“ ცნობით, მაკრონმა სურვილი გამოთქვა, ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილი შეიტანოს.